
საქართველოს და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოლდაველმა კოლეგამ ნატალია გერმანმა 5 ოქტომბერს კიშინიოვში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის შესახებ.
ევროპული ინტეგრაცია, განსაკუთრებით ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში, მოლდოვას ხელმძღვანელობასთან ფანჯიკიძის შეხვედრების მთავარი თემა იყო, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ კორმანს შეხვდა. 4 ოქტომბერს მან ასევე ისაუბრა კიშინიოვში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე. 5 ოქტომბერს ფანჯიკიძე მოლდოვას პრემიერ–მინისტრს იურიე ლიანკეს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)