ახალი ამბები

აშშ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს „რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეების და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით“.

„ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა პრესსპიკერის მოადგილემ მარი ჰარფმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც მას ამ პროცესის შესახებ ჰკითხეს.

მისი თქმით, ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი „ზიანს აყენებს მხარეებს შორის ნდობას, სიძნელეებს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს; მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მოხსნას ბარიერები და საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილოს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button