skip to content
ახალი ამბები

ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი  სამთვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

შესაბამისი განაცხადით კოპალიანმა უკვე  მიმართა საკრებულოს, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს.

კოპალიანი საკრებულომ ქუთაისის მერად ივნისის დასაწყისში დაამტკიცა. მანამდე, აპრილში საკრებულომ, რომელშიც ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა დაკარგა, მისი წინამორბედი ბესიკ ბრეგაძე თანამდებობიდან გადააყენა.

ქუთაისი თვითმმართველ ქალაქებს შორის მერების ხშირი ცვლით გამოირჩევა, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ათამდე მერი შეიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button