ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი საქართველოსთან ‘თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას’ იმედოვნებს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ „იმედი გამოთქვა, რომ ირან–საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, როგორც ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტის ვებგვერდი იტყობინება.

გზავნილში, რომელიც პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის იმ წერილის საპასუხოდ გაკეთდა, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი რუჰანის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა, ირანის პრეზიდენტმა „საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს აყვავება და წარმატება უსურვა“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button