skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება სოხუმში მისი დიპლომატის მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს

სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობა რეგიონში სტაბილურობის და რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ხელყოფას ისახავდა მიზნად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე, რომელიც ასევე საელჩოს თანამშრომელია, მძიმედ დაიჭრა მას შემდეგ, რაც 9 სექტემბერს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა საელჩოს მანქანას 9 სექტემბერს დილით ცეცხლი გაუხსნეს.

„ჩვენს აფხაზ კოლეგებთან ერთად რუსი დიპლომატის ცივსისხლიან მკვლელობას და მის მეუღლეზე თავდასხმას ვაფასებთ როგორც შემზარავ ბოროტმოქმედებას, რომელიც მეგობრული რუსულ–აფხაზური ურთიერთობების, აფხაზეთში და ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

მანამდე სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმი რუსი დიპლომატის მკვლელობას აფასებს, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკის მშვიდობასა და სტაბილურობაზე თავდასხმას, რომელიც მიმართულია რუსულ-აფხაზური სტრატეგიული და ძმური ურთიერთობების ჩაშლისკენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button