
აშშ–ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით საქართველოს ეწვევა
აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაცია მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა, რათა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება შეაფასოს.
დელეგაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია და USAID–ის ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერი უხელმძღვანელებენ.
„იმ მნიშვნელობის საჩვენებლად, რომელსაც აშშ–ის მთავრობა დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს ანიჭებს, დელეგაციის სხვა წევრები იქნებიან თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. დელეგაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდება“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 სექტემბერს.
ანალოგიური უწყებათაშორისი წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდეც სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)