skip to content
ახალი ამბები

შს მინისტრი თურქეთს სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27-29 აგვისტოს თურქეთს სტუმრობს.
 
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ღარიბაშვილი თავის თურქ კოლეგას მუამერ გიულერს შეხვდება და უწყებებს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში შს მინისტრი ასევე შეხვდება თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს მეჰმეტ კილიჩლარს და  ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას.

 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button