ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

პროფესორი ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ახალი რექტორი გახდა.

პაპავას კანდიდატურას თსუ-ს აკადემიური საბჭოს 12 წევრიდან მხარი ათმა წევრმა დაუჭირა 16 აგვისტოს გამართულ არჩევნებში, რომელშიც მას კონკურენციას 12 კანდიდატი უწევდა.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე კვიტაშვილი შეცვალა, რომელიც მართალია თანამდებობიდან ივნისში გადადგა, თუმცა არჩევნებამდე რექტორის მოვალეობას ასრულებდა. 

ვლადიმერ პაპავა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27-ე რექტორი გახდა, ბოლო პერიოდში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში მუშაობდა, 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის წევრი, ხოლო 1994-2000 წლებში ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button