ახალი ამბები

ქვეშის ინციდენტის შემდეგ EUMM მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა მას შემდეგ რაც 10 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა პირებმა გასროლა განახორციელეს როდესაც ადმინისტრაციულ საზღვართან, მათი პოსტის სიახლოვეს ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა. 

„10 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, EUMM-ის პატრული ჩვეულ მონიტორინგს ახორციელებდა სოფელ ქვეშის სიახლოვეს [ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს]. გასროლა მოხდა ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან მას შემდეგ რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა, რომელიც სამხღეთ ოსეთის შეიარაღებული პირების მიერ კონტროლირებადი ბარიერის წინ უკან დაატრიალდა. არავინ დაშავებულა. EUMM-ის პატრულმა და ქართველმა პოლიციელებმა [გასროლის შემდეგ] ადგილი დატოვეს,“ ნათქვამია EUMM-ის განცხადებაში.

„იმავე დღეს, ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ სოფელ ქვეშში კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომელშიც საქართველოს პოლიციის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილებოდნენ. ყველა მხარე შეთანხმდა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი.“

„2008 წლის ომის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყენებს ამ შესაძლებლობას და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და ერიდნონ პროვოკაციებს,“ ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ოსმა შეიარაღებულმა პირებმა „ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს“ მას შემდეგ რაც ქართული პოლიცისიის მანქანამ „სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმისკენ გადაადგილდა.“
 
„იმისთვის რათა მსგავსი ინციდენტები მომავალში თავიდან იქნას აცილებული, საქართულველომ უნდა გამოეხმაუროს სამხრეთ ოსეთის შეთავაზებას რათა დადგინდეს საზღვარი,“ ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ „ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შსს–ს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს.“

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ,“ ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button