skip to content
ახალი ამბები

0.2%–იანი წლიური დეფლაცია ივლისში

„საქსტატის“ ინფორმაციით. 2013 წლის ივლისში 2012 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2% შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2013 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -1.3% შეადგინა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%–ით, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფზე 2.9%-ით შემცირდა. ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასებმა 5.6%-ით, ხოლო სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფზე 3.9%–ით მოიმატა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button