skip to content
ახალი ამბები

ვიცე-პრემიერად ივანიშვილმა ეკონომიკის მინისტრი წარადგინა

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე–პრემიერად წარადგინა.

მანამდე ეს პოსტი  განათლების ყოფილ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ეკავა, რომელიც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია და რომელიც გასულ კვირას თანამდებობიდან საარჩევნო კამპანიის წამოწყების წინ გადადგა.  

მარგველაშვილამდე პრემიერ–მინისტრის მოადგილის პოსტი 2013 წლის იანვრამდე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ეკავა

კიდევ ერთი ვიცე–პრემიერია ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button