ახალი ამბები

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მიღებულია

პარლამენტმა 24 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომლის საბოლოო რედაქციითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავად უნივერსიტეტის პროფესურა აირჩევს და მას პრემიერ-მინისტრი არ დანიშნავს.  

ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო გათვალისწინებული, თუმცა აკადემიური წრეებისა და დეპუტატების პროტესტის შემდეგ, რომელთა შორის ასევე იყო ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი, ეს დებულება შეიცვალა.

კანონპროექტის მიხედვით, რექტორის არჩევამდე მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აირჩევს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვერ გახდება პირი, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არ აქვს.

Back to top button