ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქეს ‘არადეკლარირებული’ 100 000 აშშ დოლარი ჩამოართვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა განაცხადეს 22 ივლისს, რომ სამართალდამცავებმა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს, რომლის მალულად შემოტანასაც საქართველოში ირანის მოქალაქე ცდილობდა.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

ირანის მოქალაქეს ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა. შსს–ს განცხადებით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ ქართველმა მებაჟეებმა არადეკლარირებული 60 000 აშშ დოლარი ამოიღეს ირანის ორი  მოქალაქისგან თბილისის აეროპორტში ივნისში, როდესაც ისინი დუბაიდან ჩამოვიდნენ. მაისში დუბაიდან მომავალი კიდევე ერთი ირანის მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 255 700 აშშ დოლარით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button