ახალი ამბები

ალასანიამ მისი მომავალი მოადგილე დაასახელა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 15 ივლისს განაცხადა, რომ მის პირველ მოადგილეს ლევან დოლიძეს აშშ-ში მომუშავე ქართველი დიპლომატი მიხეილ დარჩიაშვილი შეცვლის.

დარჩიაშვილი ამჟამად აშშ-ში საქართველოს დესპანია, განაცხადა ალასანიამ და დასძინა, როგორც კი მისი დანიშვნის დოკუმენტაცია გაფორმდება, ის „უახლოეს პერიოდში ჩამოვა და დაიკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას“. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ თავად გადაწყვეტს, ვინ იქნება მისი პირველი მოადგილე.

ლევან დოლიძე პარლამენტმა ნატოში საქართველოს ელჩად ივნისში დაამტკიცა და ის თავისი ახალი მოვალეობების შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება.

Back to top button