
ახალი ამბები
სააკაშვილი მოლდოვაში გაემგზავრა
პრეზიდენტი სააკაშვილი მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების მესამე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 11ივლისს.
სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.
კიშინიოვში მიხეილ სააკაშვილს დაგეგმილი აქვს ასევე ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მოლდოველ კოლეგასთან ნიკოლაი ტიმოფტისთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)