ახალი ამბები

პრეზიდენტი მზადაა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს

პრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა "ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე" მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა იმ პირებს, რომლებსაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდათ.

ამ მიზეზით, პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, რომლებსაც მოქალაქეობის დასაბრუნებლად შესაძლებლობა აქვთ განცხადებით მიმართონ პრეზიდენტს.

„ეს განცხადება მათ უნდა წარადგინონ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში (იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ერთეულში), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. ჩვენი მიზანია, რომ ისინი დამატებითი სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეობის იძულებით დატოვების გამო. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ პირებს ყოველგვარი  დაბრკოლების გარეშე მიანიჭოს მოქალაქეობა“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

Back to top button