ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 27 ოქტომბერს, თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულებას 1 ივლისს მოაწერა ხელი, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.  

კანონმდებლობის მიხედვით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის თვეში იმართება, თუმცა კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცხადებს. არჩევნების თარიღის გამოცხადებით საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button