ახალი ამბები

PACE-ს საზაფხულო სესიაზე საქართველოზე დებატები არ შედგება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საზაფხულო სესიაზე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები არ შედგება, რადგან ასამბლეამ 24 ივნისს ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას.

წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტში, დებატები საკითხზე „სიტუაცია საქართველოში“, 27 ივნისისთვის იყო გათვალისწინებული; თუმცა მას შემდეგ რაც საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, გადაწყდა, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო, რა დროსაც ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანამ საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.

 

Back to top button