Placeholder canvas
ახალი ამბები

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით კიდევ ორ პირს წაუყენეს ბრალი შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტზე.

ორი ბრალდებულის მიმართ, რომლებიც შსს-ის ცნობით, „დანაშაულს აღიარებენ“, გამოძიება სისხლის სამართლებრივი წესით მიმდინარეობს შეკრების უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გუშინ ანალოგიური ბრალდება სამართალდამცავებმა ძალადობრივ აქციაში მონაწილე ორ სასულიერო პირს წარუდგინეს, ხოლო მანამდე ამავე საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, რომლებიც სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებს სამინისტრო 24 მაისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button