ახალი ამბები

აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის „გმობს“ 17 მაისის ძალადობას ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისის ცენტრში დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ „შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“.

„ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა და ყველა ხალხის, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი პირების ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ ვენტრელმა 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას სთხოვეს თბილისში 17 მაისს მომხდარ ძალადობაზე გაეკეთებინა კომენტარი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button