Placeholder canvas
ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი 20 მაისს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორშაბათს დილით ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს.

უსუფაშვილის განცხადებით, კანონი ძალაში 21 მაისიდან შევა, საიდანაც ერთი თვის ვადაში ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

15-წევრიან საბჭოში ორი მოქმედი წევრი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, შეინარჩუნებს ადგილს ორგანოში, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია და სადაც პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები და დეპუტატები აღარ იქნებიან წარმოდგენილები.

კანონის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციამ შვიდი მოსამართლე წევრის, ხოლო პარლამენტმა ექვსი ახალი წევრის არჩევა უნდა უზრუნველყონ იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები; იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

პარლამენტმა სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები სამ თვეზე მეტის ხნის განმავლობაში მიმდინარე განხილვების შემდეგ 5 აპრილს მიიღო. ამის შემდეგ მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის პოლიტიკური გუნდიც ეწინააღმდეგებოდა ინიციატივას, მას ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 1 მაისს დაძლია. იმის გამო, რომ პრეზიდენტმა კვლავ არ მოაწერა ვეტო დაძლეულ კანონპროექტებს ხელი, ეს მის ნაცვლად, კანონით მოთხოვნათა მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

 

მსგავსი/Related

Back to top button