ახალი ამბები

სააკაშვილი ტაილანდს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი ტაილანდის ქალაქ ჩან მაის სტუმრობს, რომელიც 19-20 მაისს წყლის რესურსების უსაფრთხოებასთან მიძღვნილ სამიტს მასპინძლობს.

წყლის რესურსების აზია-წყნარი ოკეანის რიგით მეორე სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას, ასევე ლაოსის პრემიერ-მინისტრს  თონგსინგ თამავონგს.

სააკაშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ემსახურება პოლიტიკას, რომლის მიზანიც არის ხელი შეეშალოს რუსეთს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საქმეში. მისი თქმით, ტაილანდში მიმდინარე სამიტი არის ის ფორუმი, სადაც შეიკრიბა ზოგიერთი ის ქვეყანა, რომლებსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაში.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს ეკვადორში გამგზავრებას, რათა დაესწროს რაფაელ კორეას მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის ცერემონიალს 24 მაისს.

ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ ცოტა ხნის წინ პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უცხოური ვიზიტები მთავრობასთან შეუთანხმებელია და საგარეო საქმეთა სამინიტროს ამ ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებითაც კი არ გააჩნია ინფორმაცია. ქართულმა ოცნებამ ასევე ისიც დაიჩივლა, რომ პრეზიდენტს ამ ვიზიტებში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დაჰყავს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეტი კოორდინაციაა საჭირო და ეკვადორში დაგეგმილი ვიზიტის დროს მის დელეგაციაში ქართული ოცნების დეპუტატებიც მიიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button