![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
რუმინეთმა სტატუს ნეიტალური სამგზავრო დოკუმენტები აღიარა
რუმინეთი მეთერთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი სტატუს ნეიტრალური დოკუმენტები აღიარა, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2 მაისს.
მისივე თქმით, რუმინეთმა აცნობა საქართველოს, რომ სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ის 15 მაისიდან დაიწყებს.
სხვა ქვეყნები, რომლებიც ასევე დათანხმდნენ ამ დოკუმენტების მიღებაზე, რისთვისაც ისინი მოსკოვმა და სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებებმა გააკრიტიკეს, არიან: იაპონია, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვაკეთი, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი და ესტონეთი.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2011 წელს შემოღების შემდეგ საქართველომ მხოლოდ 27 ასეთი დოკუმენტი გასცა.
მოსკოვმა გააკრიტიკა საქართველოს სტატუს ნეიტრალური დოკუმენტები და მათ „პროვოკაციული“ უწოდა, ხოლო სოხუმმა განაცხადა, რომ ეს არის „მახე“, რომლის საშუალებითაც თბილისი ცდილობს აფხაზეთი "დააბრუნოს საქართველოს შემადგენლობაში".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)