
ახალი ამბები
NDI კვლევის შედეგებს ორშაბათს გამოაქვეყნებს
აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ორშაბათს მისი დაკვეთით განხორციელებული კვლევის ნაწილს გამოაქვეყნებს, რომელიც მარტის მეორე ნახევარში ჩატარდა და რესპონდენტების დამოკიდებულებას ასახავს პოლიტიკური და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრზე.
ეს NDI–ის დაკვეთით განხორციელებული მეორე კვლევაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.