ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება’

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო ცოტა ხნის წინ მედიით გავცელებული ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება და განაცხადა, რომ  მართალია „არის კითხვები ერთ–ორ მინისტრზე“, მაგრამ ზოგადად მთავრობა „ეფექტურია“. 

„პირადად მიმაჩნია, რომ საკმაოდ ეფექტური მთავრობა გვყავს“, – განაცხადა მან 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, „იქ არის კითხვები ერთ-ორ მინისტრზე და სამ მინისტრზე… ზოგადად ძალიან კარგი მთავრობა გვყავს, არავის ცვლილებას არ ვაპირებთ… არავითარი ცვლილებები არ იგეგმება სამთავრობო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button