ახალი ამბები

ანკარაში საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა



თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა (მარჯვნივ) ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში 9 აპრილს თავისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი მიიღო. ფოტო: თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტი სააკაშვილი 9 აპრილს თავის თურქ კოლეგას აბდულა გიულს ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა.

თავდაპირველად შეხვედრა ორშაბათს იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ გადაიდო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას სტამბოლში ველოსიპედით ვარჯიშის დროს მხარი მოიტეხა



პრეზიდენტი სააკაშვილი და პრეზიდენტი გიული ანკარაში ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრისას, 9 აპრილი, 2013 წელი.  ფოტო: თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. 

"თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას", – ნათქვამია სააკაშვილის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც თურქეთში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ჯგუფი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ახლავს, 6 აპრილს სტამბოლში თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button