ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილმა ველოსიპედით ვარჯიშის დროს მხარი მოიტეხა

პრეზიდენტი სააკაშვილი 7 აპრილს თურქეთში ვიზიტისას ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა, რის შედეგადაც მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა და სტამბოლის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შემთხვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 8 აპრილს მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიამ, მათ შორის თურქულმა წყაროებმა, გაავრცელეს ცნობები ველოსიპედთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევის შესახებ. 

„შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს“, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს“.

სამუშაო ვიზიტის დასაწყისში, 6 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი სტამბოლში თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

 

Back to top button