skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი უნგრეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 4 აპრილს ბუდაპეშტში თავის უნგრელ კოლეგას ჩაბა ჰენდეს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, განაცხადა უნგრეთის თავდაცვის სამინისტრომ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა თავის უნგრელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button