
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიას სტუმრობს
პორტუგალიაში ვიზიტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 3-4 აპრილს ბრაზილიას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თავის ბრაზილიელ კოლეგას ანტონიო პატრიოტას და დეპუტატების ჯგუფს შეხვდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით.
ეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მეორე ვიზიტია ბრაზილიაში; პირველად ამ ქვეყანას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 2011 წელს სტუმრობდა.
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვერა მაჩადო საქართველოს ვიზიტით 12 მარტს ეწვია.
ბრაზილიაში გამგზავრებამდე, მაია ფანჯიკიძემ 1 აპრილს მოლაპარაკებები გამართა თავის პორტუგალიელ კოლეგასთან პაულუ პორტაშთან.
This post is also available in: English Русский