ახალი ამბები

2.1%–იანი წლიური დეფლაცია თებერვალში

„საქსტატმა“ განაცხადა 4 მარტს, რომ 2013 წლის თებერვალში 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2,1% შეადგინა მას შემდეგ, რაც იანვარში 1.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

ფასები 2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 0.3%–ით შემცირდა.

თებერვალში 7%–ით შემცირდა ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფზე.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე თებერვალში ფასები 3.3%-ით, ხოლო ტრანსპორტზე 1.3%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები 2.4%–ით, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 1.3%–ით გაიზარდა თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვალში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 4.75%–მდე შეამცირა. ეს ყველაზე დაბალი განაკვეთია მას შემდეგ, რაც 2008 წლის იანვრიდან ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური რეფინანსირების განაკვეთების დაწესება დაიწყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button