skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ილია მეორეს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევით, საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდა 26 თებერვალს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

„მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია II–მ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოს საშინაო საქმეებში ბოლო დროს მიღწეულ პროგრესზე, აგრეთვე მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, განმუხტონ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„პატრიარქმა საქართველოს უცხოელ მეგობრებს სთხოვა, დაეხმარონ ქვეყანას, რათა მან დაიცვას სამართლიანობა და თავიდან აიცილოს ანგარიშსწორება“, – აცხადებს საელჩო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button