
ახალი ამბები
საქსტატი საგარეო ვაჭრობის იანვრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
„საქსტატის“ მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 665 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1%–ით მეტია.
ექსპორტმა 196.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25%–ით მეტია, ხოლო იმპორტმა 468.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 6.4%–ით ნაკლებია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარში 272.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით 20.9%–ით ნაკლებია.
იანვრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English Русский