skip to content
ახალი ამბები

გიგი უგულავა პოლიციაში დაკითხვაზე გამოცხადდა

თბილისის მერი უგულავა შაბათს დაკითხვაზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პოლიციის მიმართვა უგულავას მიმართ დაკითხვაზე მოწმის სახით იძულებით წარდგენის შესახებ ერთი კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით. 

უგულავა პოლიციის სამმართველოში დანიშნულზე ორი საათით ადრე მივიდა; შედეგად, პოლიციას აღარ დასჭირდა მისი იძულებით მიყვანა. გიგი უგულავა ორჯერ იქნა გამოძახებული პოლიციაში, თუმცა ის პოლიციაში მისვლაზე უარს აცხადებდა და სანაცვლოდ მერიაში სთავაზობდა გამომძიებლებს მისვლას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი მხოლოდ სასამართლოს ბრძანების შემთხვევაში მივიდოდა პოლიციაში.

დაახლოებით სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, უგულავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა დაიკითხოს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 თებერვლის ინციდენტის დროს პოლიციამ ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button