ახალი ამბები

შსს თბილისის მერის მიმართ იძულებითი ზომების გასატარებლად სასამართლოს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს მიმართა, რათა გასცეს  ბრძანება თბილისის მერის გიგი უგულავას მოწმის სახით გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ, გასულ პარასკევს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ უგულავა მზად იყო ჩვენება მიეცა, თუმცა არ მივიდოდა შსს–ში და სანაცვლოდ მან გამომძიებლები მერიაში მიიწვია. 12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში უგულავამ განაცხადა, რომ იგი დაემორჩილება სასამართლოს ბრძანებას.

This post is also available in: English Русский

Back to top button