skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი თურქეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 თებერვალს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან  ჯემილ ჩიჩექთან, იტყობინება ივანიშვილის პრესსამსახური.

პრემიერ-მინისტრს თან ახლავს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.  

ივანიშვილი 23 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს შეხვდა.

მის ვიზიტს თურქეთში წინ უძღოდა დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანში, ხოლო იანვარში სომხეთში განხორციელებული ვიზიტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button