ახალი ამბები

სააკაშვილი უსუფაშვილს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ორშაბათს საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მივიდა, რათა მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს ის მთავარი საკითხები, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ბოლო დროს უთანხმოების წყაროს წარმოადგენს.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას ზღუდავს, როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს პრეზიდენტის სასახლის შესასვლელში მიეგება, ასევე ესწრება სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button