
მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს
მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი, რომლებიც გუშინ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დააკავეს, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ თითოეულ მათგანს 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მელორ ვაშნაძის და მიხეილ მესხის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაწილობრივ ობიექტურია“; ორივე მათგანმა უარყო რაიმე კანონდარღვევა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით ედებოდათ ბრალი, რაც გულისხმობს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 90 დღემდე.
მათთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთი პიროვნებას, გელა მამალაძეს, რომელსაც საპარამენტო უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად, ხულიგნობასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვს წაყენებული, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ძალადობით და ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.