ახალი ამბები

სამი ადამიანია დაკავებული ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ პოლიციამ დააკავა სამი ადამიანი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს თავს დაესხნენ. 

ერთ-ერთი მათგანია გელა მამალაძე, ვინც საპარლამენტო უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაშავებულ ქალბატონს ცხვირიდან სისხლი წასკდა. მას ხულიგნობასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვს წაყენებული, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ძალადობით და ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

ასევე დაკავებული არიან მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი, რომლებიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოწყობილი აქციის ავანგარდში იყვნენ. ვაჩნაძე პატიმრობიდან იანვარში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის იმ ადამიანთა სიაში მოხვდა, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა.

ვაჩნაძეს და მესხს „წვრილმან ხულიგნობაში“ ედებათ ბრალი, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ისჯება 100 ლარის ოდენობის ჯარიმით ან  90 დღემდე პატიმრობით.   

This post is also available in: English Русский

Back to top button