ახალი ამბები

წლიური ინფლაცია ნულს ქვემოთ რჩება



წლიური ინფლაცია 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.6% შეადგინა.

2013  წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.3%–ით გაიზარდა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები იანვარში 2.7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასები  6.5%–ით შემცირდა. ტრანსპორტის ფასებმა 0.5%–ით იკლო.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები ჯანდაცვის მომსახურებაზე 2.7%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე ფასებმა 3.1%–ით მოიმატა.     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button