We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

“საქსტატი” 2012 წლის მშპ–ს წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

„საქსტატის“ მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 6,1% შეადგინა.
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის ბოლო კვარტალში 2.5%–მდე შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2012 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2% შეადგინა; ნოემბერში – 3%, ხოლო დეკემბერში 0.8%-იანი ვარდნა იყო, იტყობინება „საქსტატი“. 

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 6.7% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; მეორე კვარტალში 8.2%–ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში ზრდამ 7.5% შეადგინა.

This post is also available in: English Русский

Back to top button