skip to content
ახალი ამბები

აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი გიორგი ემირიძე 29 იანვარს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, იტყობინება შსს.

სამინისტროს ცნობით, გიორგი ემირიძემ  შპს "შავი ზღვის სალოცმანო სამსახურის" (შპს „ბლექ სი პაილოტ სერვისის“) დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ  დიდი ოდენობით ქრთამი აიღო. შსს-ის ანტიკორუპციული სააგენტოს თანამშრომლებმა მისი ავტომაქანის ჩხრეკის შედეგად „ქრთამის სახით მიღებული“ 15 000 ლარი ამოიღეს.  

„ბლექ სი პაილოტ სერვისის“ 30%-იანი წილის მფლობელია ბათუმის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი ასლან სმირბა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ემირიძეს 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ემირიძე პირველი მაღალი თანამდებობის პირია ახალ მთავრობაში, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ის აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსად ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ნოემბერში წარადგინა.

This post is also available in: English Русский

Back to top button