![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს სტუმრობს
მარცხნიდან მარჯვნივ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი; პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 10 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალურ სადილზე. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი თბილისს სტუმრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 80 წლის იუბილესთან და მისი აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეუსი და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ასევე სტუმრობენ საქართველოს საიუბილეოს ღონისძიებებზე დასასწრებად.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერებს 10 იანვარს თავის სასახლეში უმასპინძლა. მისი თქმით, ილია მეორეს იუბილეს აღნიშვნა ზეიმია სრულიად საქართველოსთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასევე ესწრებოდა ამ შეხვედრას, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
მსოფლიო პატრიარქი 11 იანვარს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
ბართლომე პირველი მსოფლიოს მართლმადიდებლური ქრისტიანების სულიერი ლიდერია, თუმცა მას უშუალო ხელმძღვანელის ფუნქცია პატრიარქებთან ან მათ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მიმართებაში არ გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)