ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი მოსკოვს ეწვევა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე იანვარში მოსკოვს ეწვევა, სადაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიიღებს.

საქართველოს პატრიარქმა, რომელსაც 4 იანვარს 80 წელი შეუსრულდება, განაცხადა ოთხშაბათს, რომ იგი 21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილ ცერემონიაზე მიიღებს ჯილდოს.

მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდი ყოველწლიურად აჯილდოვებს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებს „მართლმადიდებელი ქრისტიანი ერების ერთობის გაძლიერების“ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია მოსკოვის  მაცხოვრის ტაძარში იმართება.

This post is also available in: English Русский

Back to top button