
ახალი ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროდან დაახლოებით 30 კილომეტრში, 23 დეკემბერს 17:31 საათზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, განაცხადა სეისმური მონიტორინგის ცენტრმა.
ბიძგები თბილისშიც, შავი ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 300 კილომეტრშიც იგრძნობოდა. მნიშვნელოვანი ნგრევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა აჭარიდან გავრცელებული ინფორმაციით, ზღვასთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი დაზიანდა.
აშშ–ის მიწისძვრის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდამ 5.5 შეადგინა.
This post is also available in: English Русский