
ახალი ამბები
შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა 2013 წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა.
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ კანონის პროექტს, რომელსაც პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს, დეპუტატებმა დღეს უყარეს კენჭი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, 2006 წლისთვის – 26 ათასი, ხოლო 2007 წელს თავდაპირველად 28 ათასამდე, ხოლო მოგვიანებით, 32 ათასამდე გაიზარდა.