ახალი ამბები

ადვოკატი: ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა გადაიდო

წინასწარი სასამართლო მოსმენა  ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომელიც სავარაუდოდ ჯარისკაცების ცუდ მოპყრობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება, 25 დეკემბრის ნაცვლად 30 იანვარს გაიმართება, განაცხადა ახალაიას ადვოკატმა კვირას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და წინასწარი სასამართლო მოსმენა 25 დეკემბერს დანიშნა. კანონის თანახმად, წინასწარი სასამართლო მოსმენა ბრალდებულის დაკავებიდან არაუგვიანეს 60 დღისა უნდა გაიმართოს, თუმცა ბრალდების მხარეს აქვს უფლება სასამართლოს წინასწარი მოსმენის გადადება სთხოვოს მეტი მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს და მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას ასევე წაეყენათ ბრალი ჯარისკაცების სავარაუდო ცუდი მოპყრობის საქმეზე, თუმცა ახალაიასგან განსხვავებით, ორივე ყოფილი მეთაური გირაოთი გაათავისუფლეს.

ახალაიას ერთ–ერთმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს კვირას, რომ წინასწარი სასამართლო მოსმენა 4 იანვრიდან 11 თებერვლამდე გადაიდო კიდევ ერთ საქმეზე ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2010 წლის თებერვალში სავარაუდოდ ჯარისკაცების არაადამიანურ მოპყრობას ეხება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button