
ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა
გია ჭანტურიამ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 2009 წლის აგვისტოდან ეკავა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ჭანტურიას განცხადების განხილვის მიზნით 14 დეკემბერს შეიკრიბა. ჭანტურიას გადაწყვეტილების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელს ექვსწლიანი ვადით ერთი თვის მანძილზე სამეურვეო საბჭო კონკურსის საფუძველზე აირჩევს.
This post is also available in: English Русский