skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 195.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა



საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტალურად 2010-2012 წლებში. მოცემულია აშშ დოლარებში. *2012 წლის ყველა მონაცემი წინასწარია. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წლის მესამე კვარტალში 195.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9%–იანი კლებაა წინა კვარტალთან, ხოლო 38.3%–იანი შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე 684.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%–ით ნაკლებია.

ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების წილმა მესამე კვარტალში 25%, ანუ 49.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის თურქეთი 32.7 მილიონი აშშ დოლარით.

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა ეკონომიკური სექტორების მიხედვით: საფინანსო სექტორი (46.1 მილიონი აშშ დოლარი); ენერგეტიკა (40.2 მილიონი აშშ დოლარი); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (32.6 მილიონი აშშ დოლარი); დამამუშავებელი მრეწველობა (27.2 მილიონი აშშ დოლარი) და სოფლის მეურნეობა (7.7 მილიონი აშშ დოლარი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button