skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი საქართველოს 27–29 ნოემბერს ეწვევა, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გარდა შეხვედრებისა, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ერიკ რუბინი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„შეერთებული შტატები აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, „ის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში ეხმარება და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button