ახალი ამბები

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი მიმდინარე კვირას თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

იგი „კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 ნოემბერს.

This post is also available in: English Русский

Back to top button